შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება

ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში სადაც ელექტრო ავტობუსი მოემსახურება მოქალაქეებს.

შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება

შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

„ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო. ჩვენი მიზანია გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება” – ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

8 ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, გათვლილია 70 მგზავრზე. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება 10 წუთის განმავლობაში.

ტენდერი ახალი ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით EBRD-მა გამოაცხადა, სადაც კომპანია ,,BKM”-მა გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს.

ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს, სადაც უკვე, 40 დიზელზე მომუშავე ვტობუსი ჰყავს. უკვე დაწყებულია ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა.

წყარო: პორტალი “დედაქალაქი” https://www.facebook.com/dedakalaki/

კომენტარები