“შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენი საქართველო ხომ “სამი მუშკეტერის“ საფრანგეთს დაემსგავსა”-შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს –

“შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენი საქართველო ხომ “სამი მუშკეტერის“ საფრანგეთს დაემსგავსა, აქეთ მეფის გვარდიას, იქით კარდინალის. რომლებიც შეიძლება გავანაწილოთ: ბ-ნი თ. კიტოვანი, რა თქმა უნდა. პორთოსია, ბატონი თ. სიგუა არამისი ( ყველაზე უფრო გამოუცნობი), ათოსი და დარტანიანი ჯაბა იოსელიანმა და გია ყარყარაშვილმა შეუძლიათ გადაინაწილონ.”

რატომ გვიკვირს ამ სიტყვების ავტორისგან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების გაპრავება?

პ.ს. ჩემი აზრით, ათოსი მაინც ჯაბა.”-წერს შოთა დიღმელაშვილი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები