„შემოთავაზებული იყო, ხომ არ ჯობია ინსტიტუტებით ბრძოლა, ავუხსენით, – არ გვაქვს ინსტიტუტები“ – „გირჩი“ ჯაფარიძე

18 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ.

-„საუბარი იყო მეორე ტურზეც, ოპოზიცია კვლავ იყო ერთიანი. ამ რეალობაში ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ.

ოპოზიციურ პარტიებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმა შესთავაზა, ინსტიტუტების გამოყენებით გააგრძელონ ბრძოლა, ავუხსრნით, – ამ ქვეყანაში ეს ინსტიტუტები არ არსებობს.

პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა, ეს შეუძლებელიც არის, შემოთავაზებული იყო, – ხომ არ ჯობია, ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის? ჩვენ ავუხსენით, ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, შესაბამისად, ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საარჩევნი კომისია, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ინსტიტუტებით ბრძოლა უშინააროსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ? ასე ავუხსენით ზუსტად”, – განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები