“შემომხაზეთ… შემომხაზეთ… წადით, თქვენი!“ – ვალერი კვარაცხელია:

 -„წადით, თქვენი!

შემომხაზეთშემომხაზეთშემომხაზეთშემომხაზეთ

რა ამბავია ამდენი შემომხაზეშემომხაზეს ძახილი, რატომ შემოგხაზოთ

თქვენ ხომ ყველა ერთი ხართ და, რომ შეგვჭამეთ, გინდა თუ არა, მე შემომხაზეთო, ისიც ხომ უნდა გვითხრათ, რატომ, რით განსხვავდები სხვებისგან?

ერთი, აქეთ მოიხედეთ!

რომელი პოლიტიკოსები თქვენ მყავხართ, თქვენ ხომ ის ღამურები ხართ, საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის ნანგრევებში რომ ჩაიბუდეთ და, პოლიტიკას მიტმასნილებმა, შოვნა დაისახეთ მიზნად?! 

ზოგიერთმა მილიარდები იშოვეთ, ზოგი კიდევ, რა მათხოვარიც იყავით, ის მათხოვარი დარჩით, მაგრამ მომავალში შოვნის იმედი და მადა ჯერაც არ დაგიკარგავთ!

მილიონებს ხარჯავთ იმაში, რომ შემომხაზეშემომხაზე გაძახებინონ თქვენნაირად გაწუწკებულმა და საშოვარს დახარბებულმა ტელეარხებმა და არცერთს არ გახსოვთ ის ამბავი თუ რამდენი ულუკმაპუროდ, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილი გვყავს ამ დროს ქვეყანაში.

ვთქვათ, გავბრიყვდი, გადავაბიჯე თავმოყვარეობას და მოვედი არჩევნებზე, რატომ შემოგხაზოთ, ან რომელი შემოგხაზოთ, რით განსხვავდებით სხვებისგან? რომელი ხართ ამ ავაზაკური სისტემის შემცვლელი? ორმოცამდე ოფიციალური მილიონერი ყრია დღევანდელ პარლამენტში და უფრო მეტი აპირებს შემოსვლას მომავალ პარლამენტში. შეცვლით რამეს თუ რა? რომელი ამბობთ, დანაშაულებრივიპრიხვატიზაციითმშრომელებს რაც წავართვით, ნაციონალიზაციით უნდა დავუბრუნოთ ხალხსო? რომელი ერთი ამბობთ, რომ ყველა მილიონერის და მილიარდერის ანგარიშები დაყადაღდება და ბიუჯეტში წავა უფასო ჯანდაცვისთვის, უფასო განათლებისთვის, უფასო წამლებისთვის, უფასო კომუნალური მომსახურებისთვის, უფასო ტრანსპორტისთვის, უფასო კურორტებისა და დასვენებისთვისო? რომელი ამბობთ, რომ ეს ბინძური და თავიდან ბოლომდე თაღლითური კაპიტალიზმი უნდა დავანგრიოთ და სოციალისტური სისტემა უნდა ავაშენოთ, რომ საერთოსახალხო დოვლათი შევქმნათ, რომელიც თანაბრად გადანაწილდება თითოეულ ჩვენგანზეო?!

რა, ბრძანეთ, ამას არასოდეს იტყვით? მაშინ რატომ უნდა მოვიდე და შემოგხაზო, უტიფარი თვალებისთვის თუ უნამუსო ცხვირპირისთვის?! რომ გამოგიფენიათ ეგ პორტრეტები ქუჩაში, ვის რად უნდა თქვენი იდიოტი სიფათები? როგორ არ გრცხვენიათ, თქვე მართლა მამაძაღლებო, როგორ შეიძლება ხალხს ერთი და იგივე საკენკით მეათასედ ატყუებდე და შინაგანი ხმა არ გკარნახობდეს, – შეჩერდი, სირცხვილია ამის კეთებაო?!

ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ, რომ ძალადობაა ის, რასაც თქვენ და ეგ თქვენი მახინჯი ტელევიზიები აკეთებთ, ფსიქიკაზე ძალადობა

ერთმანეთისგან განსხვავებული პროგრამა გაქვთ? არა! ერთმანეთისგან განსხვავებული მსოფლმხედველობა გაქვთ? არა!

ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნები გაქვთ? არა

იმ თქვენს სამარცხვინო რეკლამებს თვენ მაინც არ უყურებთ?

ვინ ხართ, რა დედამ გშობათ ასე ერთნაირად უზრდელები და თავხედეები?!

შემომხაზეშემომხაზეშემომხაზე

ამ საცოდავ ხალხს იმის თავიც არა აქვს, რომ ერთხმად შეგაქციოთ ზურგი და ერთი მამაპაპურად შემოგიკურთხოთ:

წადით, თქვენი!

კომენტარები