„შემოწმებულია 2964 სასტუმრო,ა ნებართვა გაცემულია 1454-ზე“ – ბექა ფერაძე
-„დღეის მდგომარეობით 2964 სასტუმროა შემოწმებული. ნებართვა გაცემულია 1454-ზე.
ხორციელდება ასევე ინსპექტირების პროცესი ფიტნესსა და აუზებზე, რომლებიც ასევე შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებიტი დასკვნის საფუძველზე ახდენენ ოპერირებას, ენიჭებათ მუშაობის უფლება. ფიტნესის მიმართულებით შემოწმებულია 297 დარბაზი, აქედან ნებართვა გაიცა 166-ზე. შემოწმებულია 140 აუზი, ნებართვა 91 მათგანზე გაიცა“, – განაცხადაჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.