„შენგან უბრალოდ რამე მატერიალურს კი არ ითხოვს, არამედ სხვა რამეს ითხოვს და ის სხვა რამე, მთელი შენი ცხოვრებაა“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„შენნი, შენთაგან, შენდა შემწირველნი…”
შენგან უბრალოდ რამე მატერიალურს კი არ ითხოვს, არამედ სხვა რამეს ითხოვს და ის სხვა რამე,
მთელი შენი ცხოვრებაა.
სრული სისავსე შენი ცხოვრებისა,
რომელიც სულ უნდა გასცე,
ბოლომდე.
– საინტერესოა, რა უნდა გასცე?
ერთის მხრივ, შენ გააზრებული გაქვს, რომ არაფერი ხარ არსით,
ე.ი შენი არაფერი გაქვს,
თუ შენი არაფერი გაქვს, რას იკავებ ხელში და რისი გაცემა არ გინდა?
შენნი, შენთაგან – ანუ ყველაფერი რაც მაქვს, შენია, მაგრამ ახლა ჩემთან არის და
შენდა შემწირველნი – ანუ უკან გიბრუნებ.
მე ბევრი რამე მაქვს,
მაგრამ არაფერი ჩემი არ არის.
მე ყველაფერი მაქვს,
მე ღმერთობა მაქვს მოცემული,
ანუ ყველაფერს გაძლევს ღმერთი,
ოღონდ შენ უნდა გააცნობიერო ამის წინ, რომ შენი არაფერი გაქვს
და ყველაფერი გაქვს ამავედროს, ოღონდ ღმერთისგან
და შენი სიყვარული და უანგარობა ღმერთთან იმაში ვლინდება, რომ მის მოცემულს, მასვე უბრუნებ,
აი, ეს მზაობა გაქვს“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 18.02.2021
კომენტარები