“შენგელია, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ მოიქცა, რა სხვაობაა ცესკაში თამაშსა და რუსეთის აგენტ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერას შორის, ტალახაძემ რაც ქნა, მაგალითად – ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გაწვრთნილი თუთიყუშივით სულ რომ 48 იძახა”-ნიკა გვარამია:

ნიკა გვარამია ქართველ სპორტსმენებს შეურაცხყოფას აყენებს და წერს –

“შენგელია, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ რა სხვაობაა ცესკაში თამაშსა და რუსეთის აგენტ ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად მხარდაჭერას შორის, ვერ ვხვდები.

აი, ლაშა ტალახაძემ რაც ქნა, მაგალითად – ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გაწვრთნილი თუთიყუშივით სულ რომ 48 იძახა. ერის რისხვა რომ დავიმსახურე მისი გაკრიტიკებისთვის და ახლა ის მრისხანე ხალხი შენგელიას რომ დებს მიწაში, ჩემთვის პირადად სასაცილოა.

მე რომ მკითხო, კაცმა არ იცის, რუსეთში წასვლა და ცესკაში თამაში ჯობია, თუ მტრის რეზიდენტის ქვეყნის პრეზიდენტად დასმაში თუნდაც ერთი აგურის დადება.”-წერს გვარამია

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები