შეპყრობილებო! დაოკდით და დაელოდეთ ბუმერანგს! – ნინული ქავთარაძე:

 ნინული ქავთარაძე:

– “ჯვარი ქრისტიანობის უპირველესი და უძირითადესი სიმბოლოა, რომელიც გამოხატავს ერთდროულად ქრისტეს ვნებისა და მის სიკვდილზე გამარჯვების იდეას.
ჯვრის სიმბოლო რომის იმპერიაში საყოველთაოდ IV საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. ტრადიციულად, ეს უკავშირდება იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელს, რომელსაც 312 წელს ჰქონდა ჩვენება: ზეცაზე ჯვარი გამოისახა წარწერით „ამით სძლიე!“ იმპერატორი თავისი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ ჯვრით გაემართა და მტერს სძლია. მას შემდეგ ჯვარი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
ეს იმ ჭინკებისთვის ვინც არ იცის ჯვრის მნიშვნელობა და გულმოდგინედ ცდილობს ამოძირკვოს ქრისტიანული სიმბოლოები…. შეპყრობილებო დაოკდით, თქვენი ბოგინის დასასრულის დასაწყისია და შეეგუეთ… გავიგე ჯვრის რუსთაველზე დადგმა ვერ მოგინელებიათ და რაღაც ხელმოწერებს აგროვებთ რომ “ჯვრის ფორმის კონსტრუქციად” წოდებული, სინამდვილეში მეუფის მიერ ნაკურთხი ჯვრის აღებას ითხოვთ და დაწოწიალობთ უწყებიდან უწყებაში…. ვაი თქვენს პატრონს…. მაგ ჯვრის რისხვა არ აგცდებათ არც ერთს…
ნატა ფერაძეს და ხათუნა სამნიძეს უაქტიურიათ ნამეტანი – ნუ თქვენ ვინც ხართ ეს ყველამ იცის (ნიმუში თუ როგორი არ უდა იყოს ქართველი ქალი) და არ არის საჭირო ზედმეტად თვითლუსტრაცია უბრალოდ დაელოდეთ ბუმერანგს… უკვე მეცოდებით…..
ისე, სწორედ მანდ, პარლამენტის წინ 1989 წლის 9 აპრილის მერე დაიდგა ჯვარი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს განადგურდა და ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოზე – დროშაზეც ჯვრებია გამოსახული…. რომ მიგიშვათ მაგასაც შეცვლიდით….
„განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!“ – ამბობს
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
ისე, რა კარგი მეტსახელები მოიპოვეს ამასობაში ჭინკებმა – “ჯვართან მებრძოლები …”
შეიძლება იყოს 3 ადამიანი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება
Giga Gudaze და 19 სხვა
3 კომენტარი
12 გაზიარება
მომწონს

კომენტარის დატოვება
გაზიარება
კომენტარები