„შერიგება სინანულის გარეშე არის გარიგება. ცოდვებს თუ არავინ არ აღიარებს, არ იხდის ბოდიშს“ – მეუფე სტეფანე

19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი დღეს დიდი ჭყონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც, დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა აღავლინა და მრევლი აზიარა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა:

-„შერიგება ცოდვების აღიარებისა და პრობლემების განხილვის გარეშე არის უბრალოდ მხარეებს შორის დადებული ზავი, რომელიც, მისი სიტყვებით, ხშირად, ომებით მთავრდება. ამ სიტყვებს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და შერიგება ეხება არა მარტო პოლიტიკურ სუბიექტებს, არამედ – თითოეულ ადამიანს.

ცოდვებს თუ არავინ არ აღიარებს, არ იხდის ბოდიშს და შერიგება და ურთიერთობების დალაგება სურს სუფთა ფურცლიდან, არის არასწორი. შერიგება სინანულის გარეშე არის გარიგება“.

კომენტარები