„შესაძლებელია, ადამიანი გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად“- ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა:

-„ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს გრიპის ინფიცირების პიკი. სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან დეკემბერ-იანვარშია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იანვარში გრიპის შემთხვევების მატებაა შესაძლებელი. შესაძლებელია, ადამიანი გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდეს.  გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში უკვე დაფიქსირებულია“.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გავრცელდა.

საქართველოში გრიპის ვირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები