შესაძლებელია, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

-„ვაქცინაცია სავალდებულო არსად ყოფილა. ზოგადად, ვალდებულებას ადგენს კანონი. მაგალითად, ჩვენთან სავალდებულოა, მედიცინის ყველა მუშაკი, მათ შორის ისინი, ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ, B ჰეპატიტზე უნდა აიცრნენ. გარკვეული ვალდებულებაა ასევე წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციისკენ. ვაქცინაცია ყველგან არის ნებაყოფლობითი, არავინ არავის აძალებს. არის ხოლმე გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როდესაც ქვეყანამ ლოკალურად შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“.

კომენტარები