„შესაძლებელია, „სინოფარმის“ აღიარების პროცესი გადავადდეს, თუმცა უარს არც ერთ შემთხვევაში“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს:

-„შესაძლებელია, „სინოფარმის“ აღიარების პროცესი გადავადდეს, თუმცა უარს არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს. უბრალოდ  კომიტეტმა თუ განაცხადა, რომ მათთვის საკმარისი ინფორმაცია მიწოდებული არ არის და დამატებით ინფორმაციისთვის მოითხოვეს ერთი ან ორკვირიანი ვადა კომპანიისგან, შესაძლებელია, ამან გავლენა მოახდინოს, ბევრი რეგისტრირებული ადამიანი დაელოდოს აღიარებას. თუმცა ის, რომ ვაქცინაციის აღიარების პროცესი მივიდა სხდომის ჩანიშვნამდე, ნიშნავს იმას, –  ძალიან დიდი საქმე უკვე შესრულებულია. ამ ზომამდე „მოდერნაც“ კი ვერ მივიდა ჯერ. დახურული სხდომების რეჟიმში განიხილებოდა რამოდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, ეს ღია ტიპის სხდომის ჩანიშვნა ხდება საბოლოოდ. ამიტომ დიდი ალბათობით, გადაუდებელ ავტორიზაციას მიიღებს ან შეიძლება, რამდენიმე კვირით გადავადდეს“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

„სინოფარმით“ მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან, ამის საფუძველი გახლავთ, რომ“

კომენტარები