შესაძლოა, გრიპის აცრის მსგავსად,- „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს
15
შესაძლოა, გრიპის აცრის მსგავსად,- „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ყოველწლიურად გამოყენება გახდეს საჭირო. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
-„იმედი გვაქვს, შეგვიძლია, ეს კონკრეტული აფეთქება და ყველა მისი განშტოება მთელ მსოფლიოზე ისე შევაკავოთ, -ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის ციკლური მონაცვლეობა არ მოხდეს. -თქვენ ყოველ წელს განსხვავებულად უნდა უპასუხოთ მას. მეცნიერები უკვე მუშაობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა ვარიანტის მიმართ ეფექტური იქნება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.