შესაძლოა, ეს 700.000 კაცი აეროპორტებისა თუ საზღვრებისაკენ გაეშურონ! – ლაშა ამირეჯიბი თაკო ჩარკვიანს:

 – “ქალბატონო თამარ! რაღაცა ფორმით შესაძლოა დავეთანხმო თქვენს სურვილს მიშა სააკას ჩამოყვანის საკითხში, მაგრამ თქვენ რატომღაც გავიწყდებათ ის გამწარებული 365.000.კაცი, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს პოლიციის საკნიდან გლდანის ციხის საკნის გავლით დაამთავრეს ქართული ციხე-ბანაკების ეპოპეა! გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი აწამეს, დაასახიჩრეს, სიცოცხლე მოუსპეს და რამდენი უდანაშაულო ადამიანი ინვალიდად აქციეს… ეს 365.000 კაცი, სულ ცოტა ორზე მაინც უნდა გაამრავლოთ და მიიღებთ სადღაც 700.000 კაცზე მეტს…მერე იმაზეც უნდა დაფიქრდეთ, რომ შესაძლოა ეს 700.000 კაცი ქუჩაში გამოვიდეს და აეროპორტებისა თუ საზღვრებისაკენ გაეშურონ. აქ ელემენტარული მათემატიკა უნდა მოიხმაროთ და მიხვდებით, რომ თქვენი წამოწყება უტოპიაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამხელა საშიშროებას შეიცავს ჩვენი საზოგადოებისთვის. და ბოლოს თქვენ დარწმუნებული ბრძანებით, რომ მკვლელი ლიდერი ნამდვილად შეასრულებს სიტყვას და მართლა ჩამოვა? ჯობს გავუფრთხილდეთ თქვენი ოჯახის ავტორიტეტს და ბატონი ჯანსუღის ხსოვნას!
და, ჩვენც გაგვიფრთხილდით ცოტა!
პატივისცემით და სიყვარულით თქვენი ლაშა ამირეჯიბი”
– წერს ლაშა ამირეჯიბი
კომენტარები