„შესაძლოა, ირანზე იერიშის მიტანის გარდა, მომავალში სხვა არჩევანი არ იყოს“

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშს არასდროს მიიტანს, ისრაელი მიიღებს გადაწყვეტილებას,  მარტო განახორციელოს შეტევა, თუ ბირთვული იარაღის მქონე ირანს შეეგუოს. ამის შესახებ ისრაელის დასახლების საქმეთა მინისტრმა, ცახი ჰანეგბიმ განაცხადა.

ისრაელის მთავრობის წევრის განცხადებით, -„ისრაელი იძულებული იქნება, დამოუკიდებლად იმოქმედოს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად“.

-„ირანელებმა დაამტკიცეს, – შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ იმისთვის, –  ისრაელს უპასუხონ. შესაძლოა, ირანზე იერიშის მიტანის გარდა, მომავალში სხვა არჩევანი არ იყოს. იმედი მაქვს,   ჩვენი ხელმძღვანელობა როდესაც ასეთი  დილემის წინაშე დადგება, ბირთვული იარაღის მქონე ირანს არ შეეგუება“, – განაცხადა  ცახი ჰანეგბიმ.

პირველ თებერვალს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა:

-„ისრაელის თავდაცვითი ძალები ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ პირდაპირი ქმედებების განხორციელების ვარიანტს აღიარებენ“.

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ავივ კოხავიმ განაცხადა:

-„სამხედროებს ოპერატიული გეგმების მომზადება დაავალა იმ შემთხვევისთვის, ირანზე იერიშის მიტანა თუ გახდება საჭირო“.

კომენტარები