„შესაძლოა, კორონავირუსი არასდროს გაქრეს, ენდემურ ვირუსად იქცეს“ – ჯანმო

შესაძლოა, კორონავირუსი არასდროს გაქრეს.

-„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაქცინა იარსებებს, ვირუსის კონტროლისთვის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.

მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, შესაძლოა, ვირუსი კიდევ ერთ ენდემურ ვირუსად იქცეს ჩვენს საზოგადოებაში, შესაძლოა, ის არასდროს გაქრეს. იმუნოდეფიციტური ვირუსი არ გამქრალა, მაგრამ მისი კონტროლი ვისწავლეთ. ვერავინ შეძლებს თქმას, როდის გაქრება „კოვიდ-19“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექიმმა მაიკ რაიანმა.

ამ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

კომენტარები