„შესაძლოა, კორონავირუსმა გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების კვალი დატოვოს“ – თენგიზ ცერცვაძე

-„შესაძლოა, კორონავირუსმა გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების კვალი დატოვოს.  ესეც ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგი თავისებურებაა, რაც თავიდან არ ვიცოდით.  ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონიაა, მთავარია ავადმყოფი არ დაგეღუპოს, ის თუ გადარჩება, აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება.

არის კვლევის შედეგები, შესაძლებელია ამ დაავადებამ დატოვოს კვალი გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან არამარტო სასუნთქი სისტემის, სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივაც. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ პირველი შედეგებია. პირველი კვლევის  ვარაუდებია. ჯერ ეს დადასტურებული არ არის“, – განაცხადა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“.

კომენტარები