„შესაძლოა, ნაჩქარევმა კომენტარებმა დააზიანოს ერთი და მეორე ადამიანი“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარისას განაცხადა:

„თუ ილია ჯიშკარიანს დანაშაული დაუმტკიცდება, არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა გაემიჯნოს, არამედ  სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალ ცხოვრებაში.

შესაძლოა, ნაჩქარევმა კომენტარებმა დააზიანოს ერთი და მეორე ადამიანი“.

დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს. დაზარალებული თამთა თოდაძე  აცხადებს, რომ  დეპუტატი მას სექსუალურად ავიწროებდა.

კომენტარები