შესაძლოა, პანდემია რამდენიმე თვეში კონტროლს დაექვემდებაროს – პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა:

-„გვაქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლს დავუქვემდებაროთ, ჩვენ მათ თანმიმდევრულად და თანაბრად თუ გამოვიყენებთ.

რამდენიმე დღის წინ ის mRNA ვაქცინების წარმოების გასაზრდელად თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული ჰაბის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა ვაქცინებმა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებამდე მიაღწიოს.

მოვუწოდებთ mRNA ვაქცინების მწარმოებლებს, ჰაბში შემოვიდნენ საკუთარი ტექნოლოგიითა და გამოგონებებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მწარმოებლებს მოვუწოდებთ დაინტერესდნენ ამ ტექნოლოგიის მიღებით. ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენელ ინოვაციურ მიდგომებს მეცნიერებაში. ახლა ჩვენ გვჭირდება ინოვაცია იმისთვის, – რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ მიღწევებით.

პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ გარემოზე ზრუნვა, პანდემია დასრულდება, მაგრამ ადგილზე დარჩება სხვა გამოწვევები, მათ შორის კლიმატის კრიზისი“.

COVID-19-მა 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად ორჯერ მეტს, 7 მილიონ ადამიანს, კლავს.

კომენტარები