„შესაძლოა, საზოგადოებას ჩვენ მიმართ არ აქვს ისეთი ნდობა, როგორიც ბიძინა ივანიშვილს აქვს“ – არჩილ თალაკვაძე

-„სირთულე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გამოკვეთილი ლიდერი, შესაბამისად, ჩვენთვის გამოწვევა არის, -პარტიას, საზოგადოებას ჰყავდა გამორჩეული ლიდერი, ხელმძღვანელი, დღეს კი პარტიას ეყოლება პოლიტიკური ლიდერები. შესაძლოა, საზოგადოებას ჩვენ მიმართ არ აქვს ისეთი ნდობა, განწყობა ან ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს.

“ქართული ოცნების” მთავარი სირთულე დღეს ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გამოკვეთილი ლიდერი, ჰქონდა საზოგადოების მაღალი ნდობა, რაც, შესაძლოა, პარტიის სხვა ლიდერებს ამ ეტაპზე არ აქვთ“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა აისახება თუ არა პარტიის რეიტინგზე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:

-„თუ გუნდი  შეძლებს პრობლემების გადაჭრას, პოსტკოვიდურ პერიოდში, თვითმმართველობის არჩევნებში, “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს“.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ბიძინა ივანიშვილის წერილი სრულად 

კომენტარები