„შესაძლოა, ტარხუნის ფასი, 300 – 400 ლარამდე გახდეს…“
მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირის“ დამფუძნებელმა, გოდერძი შავგულიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა:
-„ტარხუნა ადგილობრივ ბაზარზე იშვიათად იწარმოება, ძირითადად, სომხეთიდან შემოდის. ტარხუნა კიდევ გაძვირდება. რეგიონში დეფიციტია, საკმაოდ რთული მოსაყვანი მწვანილეულია, სეზონურად ამიტომაც ძვირდება. შეიძლება, ზამთარში კილოგრამის ფასი 400 ლარამდე ავიდეს, მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც იყო“.
ბაზარზე 1 კილოგრამი ტარხუნის ფასი 60 ლარია.
მწვანილის მწარმოებელ კომპანიას – „ქვიტირი“ ამ დროისთვის ტარხუნა არ მოჰყავს, თუმცა, პროდუქტს მოსახლეობისგან იბარებს და ექსპორტზე გააქვს.