შესაძლოა, უეფას ეგიდით ჩანიშნული მატჩები საქართველოში ჩატარდეს – ლევან კობიაშვილი

-„უეფა-ს გეგმა „ბ“ გააჩნია, რომლითაც სანაკრებო თამაშები ჩატარდება და საქართველოს იმედი აქვს, რომ პრობლემურ თამაშებს უმასპინძლებს.

„უეფა“-ს ერთ-ერთი გეგმა აქვს, ჩვენთანც ჰქონდათ ამის თაობაზე კომუნიკაცია. ორგანიზაციას საქართველოს იმედიც აქვს იმ შემთხვევაში, თუ თამაშის ჩატარებას ვერც ერთი მხარე ვერ უზრუნველყოფს, მასპინძელი თუ ორგანიზებას ვერ მოახერხებს, სტუმარი კი ჩასვლას. უეფაში ფიქრობენ, მატჩი რომელიმე სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. ჩვენ უეფა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მოხსენებას სულ გვთხოვს. იცით, ასეთი თამაშების მასპინძლობის სურვილი კვიპროსმა გამოხატა. უეფა-ს ამ საკითხზე კომუნიკაცია ჩვენთანაც ჰქონდა.

ეს საკითხი მარტო ჩვენი გადასაწყვეტი არა არის, რისკები არსებობს, გააჩნია, რომელი ქვეყნების გუნდებსა და ნაკრებებზე იქნება ლაპარაკი. მაგალითად, ყაზახეთში რთული ვითარებაა. მაგრამ ეს არის  უეფა-ს გეგმა „ბ“, თუ რომელიმე ქვეყანა თამაშს ერ უმასპინძლებს, მაშინ ჩვენ კანდიდატურას განიხილავენ. ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯზეც დადებითად აისახება.

შესაძლოა, საქართველომ სხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებებისა და გუნდების თამაშებს უმასპინძლოს“.

ეს ექსკლუზიური ინფორმაცია სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ გააჟღერა.

 

კომენტარები