„შეუსრულებელი რაც დამრჩა ბავშვობაში და რაც ძალიან მწარედ დამამხსოვრდა, არის ის, რომ“ – თენგიზ ცერცვაძე

-„ბევრს უკვირს, როგორ ვიტან ამხელა დატვირთვას, მაგრამ დავდექით სასიკვდილო ეპიდემიის პირისპირ, ეს დიდი გამოწვევაა, როგორც ჩანს, ძალიან დიდი დოზით არის ადრენალინი, რაც საშუალებას მაძლევს, იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე მეგონა, შემეძლო.

როდესაც ღამით სამსახურიდან სახლში მივდივარ,კიდევ ერთხელ ვაფასებ განვლილ დღეს. ჩემდა უნებურად, რასაც ვაკეთებ გონებაში, კიდევ ერთხელ ტრიალდება ის მომენტები, რაც დღის განმავლობაში იყო, ეს არის მძიმე ავადმყოფები, ჩვენი გადაწყვეტილებები, ფიქრი იმაზე, რა დამხვდება ხვალ, იქნება ის პაციენტი ცოცხალი თუ არა?

შეუსრულებელი რაც დამრჩა ბავშვობაში და რაც ძალიან მწარედ დამამხსოვრდა, არის ის, რომ  ველოსიპედი მყოლოდა და ისე დავამთავრე სკოლა, რომ ვერ ვეღირსე ამას, მშობლებმა არ მიყიდეს“, –  განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირასთან“.

კომენტარები