შეღავათი დაწესდება, ვისაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა:

-„საბჭოს ფორმატში, განიხილება სხვადასხვა შეღავათის დაწესება იმ პირებისთვის, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება, თუმცა სისტემა მზადა არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი. მთავრობა სრულად მართავს პროცესს. საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვას უსაფრთხოების დადგენილი წესები.

მიმდინარე კვირას, ვაქცინაციაში ჩაერთვებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ასევე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. „მწვანე პასპორტების“ შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყო.3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზამიიღო.

კომენტარები