„შეშფოთებულები ვართ, ადამიანები “ომიკრონს” სერიოზულად არ იღებენ“ – ჯანმო-ს დირექტორი

კორონავირუსის „ომიკრონ” ვარიანტი 77 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით:

-„ომიკრონი” არის ალბათ, ბევრ ქვეყნებში, მაშინაც კი, თუ ის ჯერ არ არის გამოვლენილი. “ომიკრონი” ისეთი ტემპით ვრცელდება, რომელიც არ გვინახავს წინა ვარიანტების შემთხვევაში. შეშფოთებულები ვართ, ადამიანები “ომიკრონს” სერიოზულად არ იღებენ.  შემთხვევების დიდმა რაოდენობამ შეიძლება კიდევ ერთხელ მიაყენოს დარტყმა მოუმზადებელი ჯანდაცვის სისტემებს”.

სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, –  ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

კომენტარები