„შეცდომა იყო, ძალიან ბევრ საკითხს შევაცვლევინებდი, იმ აბსურდულ მართვის პროცესში, რომელიც დღეს“-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მოსმენაზე მონაწილეობის არმიღება შეცდომა იყო. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ არ მივედი, მაგალითად კოვიდთან დაკავშირებით, მას ძალიან ბევრ საკითხს შევაცვლევინებდი, იმ აბსურდულ მართვის პროცესში, რომელიც დღეს არის.

სამშაბათს ბიუროს სხდომაზე მივალთ და ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის, მსჯელობაში მონაწილეობას მივიღებთ.

სამშაბათის დღე საბოლოოდ გვაჩვენებს, ალბათ მოგვიწევს სრულფასოვნად შევიდეთ პარლამენტში. თუმცა, ტექნიკურად ვნახავთ ამ ყველაფერს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გეტყვით. პარლამენტში საერთოდ ყველა ქვეყანაში არსებობს ოპოზიცია და არსებობს უმრავლესობა. გვინდა თუ არ გვინდა ნებისმიერ კანონს სჭირდება უმრავლესობის მხარდაჭერა. ოპოზიციის როლია, საზოგადოებას აჩვენოს რეალური პრობლემა კონკრეტულ კანონებთან მიმართებაში. ისეთ მყიფე უმრავლესობაში, რომელიც დღეს აქვს „ქართულ ოცნებას“, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში არის შესაძლებლობა, რომ აზრი საზოგადოების წნეხთან ერთად საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით შევაცვლევინოთ“.

დეპუტატებმა ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს მოუსმინეს. ოპოზიციის ნაწილი სხდომას არ დაესწრო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში 27 აპრილს მივიდნენ. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.

კომენტარები