„შეწყალებით არ ხდება ნამდვილად დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა“

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა:

„დამნაშავის შეწყალება ხდება ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს შეწყალების უფლება აქვს.

შეწყალებით არ ხდება ნამდვილად დამნაშავის გამართლება, არამედ ხდება მისთვის სასჯელის ფორმის შეცვლა. ბევრ ჩვენგანს აქვს კითხვები, რომელი კატეგორიის დამნაშავეებზე უნდა გავრცელდეს შეწყალება, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რომ კითხვები არ გვქონდეს და ყველა ვიყოთ დარწმუნებული, რომ შეწყალების პროცესი წარიმართება სწორად და გამართულად“.

 

 

კომენტარები