„შე დედა დამშვენებულო, როდესაც შენ მილიარდი გაქვს ჩვენგან მოპარული, – ჩემთან ერთი ცენტი შემოწირულობაც არ შემოსულა, როგორ ეყოლება ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია“ – შალვა ნათელაშვილი კახა კალაძეს

-„შე დედა დამშვენებულო როგორ ეყოლება ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია, როდესაც შენ მილიარდი გაქვს ჩვენგან მოპარული, მათ შორის საარჩევნოდაც, ხოლო ჩემთან წლებია ერთი ცენტი შემოწირულობაც არ შემოსულა. აბა არ გქონდეთ ამდენი ფული და როგორ ხუხულებივით დაიშლებოდა თქვენი ე.წ პარტია და ოჯახებიც კი, როგორ გაიქცეოდით მანდარინის საკრეფად ეგზოტიკურ ქვეყნებში“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, ნათელაშვილი „ფეისბუქზე“, თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, – „ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს“.

კომენტარები