„შე მამაცხონებულო, ცხოვრებაში ერთი წიგნი თუ არ წაგიკითხავს სად ეტენები?! – არ გრცხვენია?” – ნუგზარ სულაშვილი სპორტსმენებს, პოლიტიკაში

-„ტრაგედიაა ქვეყნისთვის ის, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს თვითშეფასების უნარი არ გააჩნია.100%-დან მხოლოდ 10%-ს გააჩნია გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე.ნებისმიერი პირი, დაუფიქრებლად მიიღებს შემოთავაზებას, დაიკავოს ისეთი საპასუხისმგებლო თანამდებობა, რომელიც მის განათლებას და გამოცდილებას არ შეესაბამება.პარლამენტი არის კანონშემოქმედებითი ორგანო, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის ბედი.ჩვენ გვჭირდება მაღალი პროფესიონალიზმის და მაღალი მორალის მქონე დეპუტატები, რომლებსაც შეიძლება გადავცეთ ნდობის მანდატი და არა პოპულარული ცნობადი სახეები, რომლებსაც ცხოვრებაში არანაირი საერთო არ ქონიათ პოლიტტექნოლოგიებთან, ეკონომიკასთან, დიპლომატიასთან, იურისპოდენციასთან რაც გახლავთ გარანტი ეთიკის კოდექსების შესაქმნელად. შე მამაცხონებულო, ცხოვრებაში ერთი წიგნი თუ არ წაგიკითხავს სად ეტენები?! საკუთარი თავის მაინც არ გრცხვენია?” – წერს ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში, – იმ სპორტსმენების შესახებ,  რომლებიც კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდნენ.

კომენტარები