შვარცენეგერი რუსი ქალების შესახებ

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ რუსი ქალები არიან ლამაზები, ისინი, ამასთან, არიან ჭკვიანები და ნიჭიერები.

ინფორმაციის გამავრცელებელი ამბობს, მსახიობი ეთახმება მტკიცებას იმისას, რომ ყველაზე ლამაზი ქალები რუსეთში ცხოვრობენ.

ვინ ამტკიცებს ამას, რუსი ჟურნალისტები არ გვიმხელენ. არადა, ბატონი არნოლდი ამბობს, რომ რუსი ქალები არიან ლამაზები (და რა ყველაზე ლამაზები).

ჰოლივუდის ვარსკვლავმა  ეს მოსაზრება გამოთქვა პეტერბურგში  Sinergy Global Forum-ის მსვლელობისას.

მსახიობი, ალბათ, იგივეს იტყოდა სხვა ქალებზე სხვა ქვეყნებში სტუმრობისას. მან შესანიშნავად იცის, სად რა თქვას.
წყარო:: sputnik.md

კომენტარები