შვედეთის 3 ათასამდე მოქალაქემ სხეულში მიკროჩიპები დაინერგა – პირადობის მოწმობის, საბანკო ბარათის და საშვის ფუნქციები

შვედეთის 3 ათასამდე მოქალაქემ, ბოლო 3 წლის განმავლობაში სხეულში მიკროჩიპები დაინერგა. ამ ინფორმაციას euronews-ი AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრინჯის მარცვლის ზომის მოწყობილობას ადამიანს ხელში შპრიცის დახმარებით უნერგავენ.

ჩიპს ბევრი ფუნქცია აქვს: მასზე მომხმარებლის პირადი მონაცემებია ჩაწერილი, ელექტრონული გასაღების როლსაც ასრულებს, მფლობელს მისი გამოყენებით სამსახურში ან სპორტულ დარბაზში შეუძლია შესვლა. მოწყობილობაზე მფლობელის საბანკო მონაცემებიც არის დატანილი, ამიტომ უბრალო ხელის მიდებით მას თანხის გადახდაც შეუძლია.

პროგრამის სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხელში იმპლანტირებული მიკროჩიპიდან პერსონალური მონაცემების მოპარვა ძალიან მარტივია. მიუხედავად ამისა, შვედეთში მიკროჩიპეის პოპულარობა მზარდია. სპეციალისტების აზრით, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ შვედეთი პატარა ქვეყანაა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობა მთავრობას ენდობა.

კომენტარები