„შვედეთში ე.წ. მიშვების პოლიტიკამ ვერ გაამართლა. შევდეთმა და ბელაურსმა პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩიეს“ – პაატა იმნაძე

-„ბელარუსში კიდევ გაცილებით ნაკლები შეზღუდვა იყო, ვიდრე – შვედეთში. ამ ქვეყნებში ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე ამყარებდნენ იმედს. შევდეთმა და ბელაურსმა პანდემიის პირობებში, მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩიეს.

ჯერ შემოდგომა არ არის, წიწილების დათვლა ჯერ ადრეა.  ჯერ ერთი, როცა შვედეთს ლაპარაკობენ, ესეც საინტერესოა, ასე ვთქვათ, ერთი ფრთა ლაპარაკობს შვედეთზე, მეორე ბელარუსზე, სხვათა შორის, ბელარუსში გაცილებით ნაკლები იყო შეზღუდვები, ვიდრე – შვედეთში. იქ პრაქტიკულად არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა. ანუ, ამ ორმა ქვეყანამ მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისგან აბსოლუტურად განსხვავებული  მიდგომა აირჩია.

ე.წ. მიშვების პოლიტიკამ ვერ გაამართლა. კვლევა გამოაქვეყნა შვედებმა, რაც იქ იყო მეცნიერული მტკიცებულებებით. ძალიან მაღალი დონის ეპიდემიოლოგია, ვინც ახლა არის მოქმედი და მისი წინამორბედი, ასე ვთქვათ, ჩემი თაობის ვინც არის, ბატონი გისეკია. სხვანაირი მიდგომები ჰქონდათ. იმედი ჰქონდათ, ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტზე. საქართველოში ბევრი ჯოგს რომ ეძახის, ეს პოპულაციური იმუნიტეტია, ქართულ ეპიდემიოლოგიაში მიღებული ტერმინი ეს არის.

ახალი გამოქვეყნებული ნაშრომებია. აღმოჩნდა, სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო შემთხვევები, კვლევის შედეგად 7 პროცენტია, ანუ არაფერი იმისთვის, რომ პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ინფექცია, ასე ვთქვათ თავისთავად დავამარცხოთ. 70 პროცენტი უნდა იყოს. ანუ, აი ამ მიშვების პოლიტიკით, პოპულაციური 7 პროცენტზე ვერ ავიდა სტოკჰოლმში, სადაც ყველაზე მეტი იყო დაავადებული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას,  აბსოლუტურად არ გაამართლა ამ მიდგომამ. გარდა იმისა, შვედეთს მის მეზობელ დანიას თუ შევადარებთ, შვედეთის შედარება  საქართველოსთან ხომ არ შეიძლება, მაგრამ არც იტალიასთან შეიძლება, არც ესპანეთთან, რადგან ცხოვრების სტილი, ოჯახების დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ემოციური მოსახლეობის, ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, შვედების 50 პროცენტი ცალკე ცხოვრობს, ცალკე ბინა აქვს, მარტო ცხოვრობს და არა დიდ ოჯახებში, როგორიც მაგალითად იტალიაშია ან სხვაგან..ამიტომ აბსოლუტურად შეუდარებელია.

შეიძლება, შევადაროთ შვედეთი დანიას, მოსახლეობაზე თუ გადავიანგარიშებთ, შვედეთში ექვსჯერ მეტი არის დაღუპული, ვიდრე დანიაში. აი ეს არის შვედეთის ექსპერიმენტის შედეგი.   ვხედავთ, რაც ხდება ბელარუსში, რადგან ზოგს ბელარუსის მოდელი მოსწონს, ზოგს შვედეთის. არც ერთი იყო ფრანგი და არც მეორე ეგვიპტელი, ორივე ბედკრული საქართველოს შვილები იყვნენ“,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

კომენტარები