შვედი მკვლევრები კაცებს ურჩევენ, არ იკამათონ ქალებთან

შვედი მკვლევრები კაცებს ურჩევენ, არ იკამათონ ქალებთან, რადგან მაინც დამარცხდებიან. ამ ინფორმაციას The DAILY MAIL-ი   ავრცელებს.

მეცნიერთა თქმით, ქალებს უკეთ ახსოვთ სხვადასხვა დეტალი და კაცთან კამათისას ამ უნარს კარგად იყენებენ. მათ კარაგად ახსოვთ „ვინ რა თქვა“, „სად არის დაკარგული ნივთები“ და ა. შ. ქალებს კარგად აქვთ განვითარებული ეპიზოდური მეხსიერება. სწორედ ამ უნარის გამო, მეცნიერები აცხადებენ, რომ ქალთან კამათი უშედეგოა.

ქალები უკეთ იმახსოვრებენ სახეებს და სუნს.

ექსპერტების ჯგუფმა თავისი დასკვნები 617 კვლევაზე დაყრდნობით შეიმუშავა, რომლებიც 1973-2013 წლებში ჩატარდა. ექსპერიმენტში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები