შვედ ეკოაქტივისტს, გრეტა ტუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს

შვედ ეკოაქტივისტს, გრეტა ტუნბერგს უინჩესტერის უნივერსიტეტის ეზოში ძეგლი დაუდგეს. მონუმენტის ღირებულება 24 ათას გირვანქა სტერლინგს აღემატება.  ძეგლის დადგმას სტუდენტების უკმაყოფილება მოჰყვა.

ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სტუდენტები აცხადებენ, რომ ეკოაქტივისტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე უკეთესი იქნებოდა, მონუმენტში გადახდილი თანხა სხვა საჭიროებებისთვის გამოეყენებინათ.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, – ძეგლის შესაძენად თანხა თავად მოიძია, ამით არც სტუდენტები  და არც სასწავლებლის თანამშრომლები დაზარალებულან.

კომენტარები