შვეიცარიაში უფასო საკვების მისაღებად მოსახლეობა და მიგრანტები 1-კილომეტრიან რიგში

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში, შვეიცარიაში, ჟენევაში, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, საკვების უფასოდ დარიგება დაიწყეს. – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

1000-ზე მეტმა ადამიანმა, უფასო საკვების მისაღებად, ჟენევაში რიგი დაიკავა. ძალიან დიდი გავლენა აქვს პანდემიას ღარიბ და დოკუმენტების არმქონე მიგრანტებზე, თუნდაც – მდიდარ შვეიცარიაში.

ყინულის მოედნის მახლობლად, ხალხი 1-კილომეტრიან რიგში დგას. მოხალისეემა მათ 1 500 სასურსათო შეფუთვა გადასცეს. ადამიანებმა რიგი ჯერ კიდევ დილის 5 საათიდან დაიკავეს.

შვეიცარიაში, მოსახლეობა 8.6 მილიონია. 2018 წლის მონაცემებით,  660 000 ადამიანი ღარიბია. მათ შორის უმეტესობა მარტოხელა მშობელი ან განათლების დაბალი დონის მქონე ადამიანები არიან, ვინც სამსახური ვერ იშოვა. ამავე მონაცემების მიხედვით, 1.1 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარზეა.

კომენტარები