შიდა ტურიზმის დასახმარებელი კამპანია „იმოგზაურე, იფრინე და გაერთე საქართველოში“ იწყება

„იმოგზაურე, იფრინე და გაერთე საქართველოში“ – ახალი კამპანია ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას და პარაგლაიდინგის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.

პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისის შემდეგ, კლუბმა Xcaucasus-ი პარაპლანით ფრენები და სწავლება განაახლა.

პარაგლაიდინგის განვითარებისა და პოპულარიზაციის კლუბი საქართველოში შიდატურიზმის ხელშეწყობას აპირებს, ამიტომ ფრენის ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება.

გარდა ამისა, კომპანიის ვებგვერდის საშუალებით ფრენის დაჯავშნისას, მოგზაურები 20% -იან ფასდაკლებას მიიღებენ.

კლუბი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონშია წარმოდგენილი, მათ შორის თბილისში, რუსთავში, კახეთში, სვანეთსა და გუდაურში. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კორპორატიული ფრენების მოწყობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

კლუბი 2019 წელს დაარსდა. უკვე 22 სხვადასხვა გამოცდილების და პროფილის მქონე წევრი პილოტი ჰყავს.

კომენტარები