„შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე, პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი?“- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის შეკითხვებს უპასუხა.

-„ბევრჯერ იყო კითხვები, – ჩვენ შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა და რა თქმა უნდა, არც ახლა არის. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს  დაპირისპირებას არ ნიშნავს. პირიქით, ეს ჯანსაღი და სწორია. რა თქმა უნდა, უნდა იყოს, კითხვები და სხვადასხვა აზრი გუნდში.

განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო,  გადადგომას რომ აპირებდა. როგორ წარმოგიდგენიათ, -შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე, პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ ვიცოდი?

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს? – ელემენტარული პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 

კომენტარები