შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ფორუმი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.
სტაჟირება ანაზღაურებადია, ვაკანსიები კი რეალური. ფორუმის მონაწილე სტუდენტებს ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ მიმართა.
სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.
ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.
დასაქმების ფორუმზე მოეწყო თემატური პავილიონი, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა.

კომენტარები