შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 ავტომობილის შეძენას გეგმავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 ავტომობილის შეძენას გეგმავს. 19 მილიონ 674 ათას 750 ლარია გამოყოფილი.ტენდერები უკვე გამოცხადებულია.ტენდერი 23 ოქტომბერს დასრულდება.
9 485 280 ლარად იგეგმება 120 ერთეული ოპერატიული დანიშნულების სპეციალიზირებული ტიპის (პიკაპის) შეძენა. 120-ვე მანქანა უნდა იყოს თეთრი ფერის, გამოშვებული არა უადრეს 2019 წლისა და თითოეულის გარბენი არ უნდა იყოს 200 კმ-ზე მეტი.
იგეგმება ოპერატიული დანიშნულების 30 სატრანსპორტო საშუალების (ჰეჩბეკის) შეძენა.
ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის. გამოყოფილია 1 771 470 ლარი. ტენდერი 18 ოქტომბერს დასრულდება.