შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელი

შოთა არველაძე უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. „ფახთაქორმა“ მისი ხელმძღვანელობით ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგო, მეტოქე გუნდების კარში 16 ბურთი გაიტანა, საკუთარ კარში მხოლოდ ორი მიიღო.

უზბეკეთის სუპერლიგას თექვსმეტი ტურის შემდეგ ტაშკენტის კლუბი 41 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე მყოფ „აგეემკას“ 12 ქულით უსწრებს. გასულ სეზონში არველაძის მომზადებულმა გუნდმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

კომენტარები