Live Button Live
მთავარი გვერდი » შოთა მარტინენკო: „ილუზიები არ უნდა გვქონდეს, ნაცებთან ერთად ოცნებაც ლიბერალური ძალაა“

შოთა მარტინენკო: „ილუზიები არ უნდა გვქონდეს, ნაცებთან ერთად ოცნებაც ლიბერალური ძალაა“

მიერ zaza
A+A-
გადატვირთვა

„ალტ-ინფოს”  გადაცემა „დღის კომენტარი“

ილუზიები არ უნდა გვქონდეს, ნაცებთან ერთად ოცნებაც ლიბერალური ძალაა

„ალტ-ინფოს” დამფუძნებელი შოთა მარტინენკო:

-„საბოლოო ჯამში ბრძოლის მექანიზმი არის, რაც არ უნდა გაცვეთილად ჟღერდეს,  ცნობიერების ამაღლება რაც შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილში.

რაც უფრო მეტი გააცნობიერებს, რომ პოლიტიკაში მკაფიო იდეოლოგიური დაკვეთის გაჩენა, იმ დაკვეთის გაჩენა, რომ კონკრეტული ფასეულობები არის ქართული იდენტობისა და ქართული სახელმწიფოს აუცილებელი ფაქტორი, რომელიც დგას იდენტობაზე, ამ ფასეულობების მკაფიო დეკლარირებას ვინც არ ახდენს, ის ვერ იქნება ჩვენიანი.

რაც უფრო მკაფიოდ გავაცნობიერებთ, რომ ახლა რა პოლიტიკას ატარებენ, რა გადაწყვეტილებას იღებენ თუნდაც ფესტივალთან დაკავშირებით. ხომ არის ყველა საკანონმდებლო ბერკეტი იმისთვის, რომ, მაგალითად, რეალური საფრთხეები არსებობს ქვეყანაში შარშანდელი მოვლენებიდან გამომდინარე. კანონი ითვალისწინებს, საფრთხე სადაც არსებობს, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით წელს არ მისცენ ჩატარების უფლება.

ამ გადაწყვეტილებას იღებენ თუ არ იღებენ? საერთოდ კანონის შეცვლაზე გადაწყვეტილებას იღებენ თუ არა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო დემონსტრაციები, რომლებიც მიმართულია პათოლოგიური სექსუალური მდგომარეობის ნორმალიზაციის პროპაგამდაზე, – აიკრძალოს. ეგ ხომ დემოკრატიული დაკვეთაა, მოსახლეობის უმრავლესობასაც ეს უნდა, ეკლესიაც ამას ამბობს…“

გადაცემა ნახეთ

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/dxXnQMk2qs/

მსგავსი სიახლეები