„შოთა ჭიჭიაშვილი ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს:

„შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა.

ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს. ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“.

უკრაინაში სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს. პოლიციამ მას ხოტიანოვკის დასახლებაში მიაკვლია.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.  მან 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

კომენტარები