შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, – რას წერს უკრაინული მედია
ცნობილი უკრაინელი მოდელი ელენა ბურჩაკი, რომელსაც რუსული და უკრაინელი მედიის ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან რომანი ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვთან ახლოს, ავარაშია მოყვა.
Telegram-канала 112-ის ცნობით, 27 წლის მოდელი საკუთარი ავტომანქანით Range Rover-ს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა ავტომანქანას თავად მართავდა. იგი დიდი სიჩქარის მოძრაობდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ჯიპს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ბურჩაკი სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლასაც არ დაელოდა და შემთხვევის ადგილი Maybach-ის მარკის ავტომობილით დატოვა.
რუსული მედიის ცნობით, ბურჩაკმა და სააკაშვილმა ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს და მას შემდეგ ის “სააკაშვილის მრავალრიცხოვანი მეგობარი გოგონების სიაში ირიცხებოდა.”