შორეულ აღმოსავლეთში სარეისო ავტობუსმა ვეფხვი გაიტანა (ვიდეო)

ზღვისპირეთში სარეისო ავტობუსი გზაზე მოულოდნელად გამოსულ ვეფხვს დაეჯახა. ცხოველმა ფეხზე წამოდგომა და ტყეში მიმალვა შეძლო. თუმცა, როგორც ცენტრი „ამურის ვეფხვი“ იუწყება, ახალგაზრდა მტაცებელი მოგვიანებით  მოკვდა მიყენებული დაზიანებების გამო.

ინციდენტი 15 თებერვლის გვიან საღამოს მოხდა სოფელ გოგოლევკასთან. 4-5 თვის ვეფხვი მოულოდნელად გამოვარდა გზაზე, მძღოლმა ვერ მოასწრო რაგირება და დაეჯახა. ამურის ვეფხვი შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში, როგორც გადაშენების პირას არსებული ცხოველი. ახლა მათი რაოდენობა 580-600-ს არ აღემატება.

 

შორეულ აღმოსავლეთში სარეისო ავტობუსმა ვეფხვი გაიტანა

შორეულ აღმოსავლეთში სარეისო ავტობუსმა ვეფხვი გაიტანაიხილეთ სტატია სრულად: https://tvalsazrisi.ge/%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94/

Gepostet von Tvalsazrisi.ge am Sonntag, 16. Februar 2020

 

წყარო: vesti.ru

კომენტარები