„შორს არ არის ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე რეალურად ვაქცინის ჩატარებას შევძლებთ- წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია – სრულიად რეალისტურია“- თამარ გაბუნია

-„ვაქცინაციასთან დაკავშირებით, როგორც არაერთხელ გაჟღერდა, ჩვენთვის მთავარი მექანიზმი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება ვაქცინის მიღებაში, -არის COVAX-ი. მიმდინარეობს მოლაპარაკება, ლოგისტიკურად – როდის, რა გზით, რამდენად სწრაფად ჩამოვა  ქვეყანაში ვაქცინა. თებერვლის ბოლომდე უკვე ველოდებით ძალიან კონკრეტულ მითითებებს იმასთან დაკავშირებით, რომ Pfizer-ის პირველი დოზები, შემდეგ უკვე AstraZeneca-ს დოზები ქვეყანაში შემოვიდეს იმგვარად, რომ თებერვლის ბოლომდე  ვაქცინაციის პროცესი რეალურად დავიწყოთ. Pfizer-ი 30 000-მდე დოზა იქნება, AstraZeneca – 315 ათასამდე კოვაქსის საშუალებით, ასევე არის საუბარი, – 150 000 დოზა უკვე პირდაპირ Pfizer-თან კომუნიკაციის საშუალებით მივიღოთ. მესამე გზა გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან კომუნიკაცია, -მათთვის შეძენილი ვაქცინების ნაწილი გაგვიზიარონ, ამაზეც ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შორს არ არის ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე რეალურად ვაქცინის ჩატარებას შევძლებთ. – ეს იქნება თებერვლის ბოლოს. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე უფრო სწრაფად წავა ეს პროცესი, რადგან წარმოების მოცულობების ზრდაა დაგეგმილი. გარდა ამისა რამდენიმე ვაქცინა უკვე ელოდება ავტორიზაციას. სრულიად რეალისტურია ის მოლოდინი და სამიზნე, რომელიც დავსახეთ. – მოსახლეობის 60 პროცენტი 2021 წლის ბოლომდე. ეს არის დაახლოებით 4 მილიონამდე ვაქცინა. – აქედან 1,5 მილიონის მიღებას კოვაქსის პლატფორმიდან ველოდებით, დანარჩენი დოზები  უშუალოდ კომპანიებისგან ან ევროკავშირის ქვეყნებისგან უნდა მივიღოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავად ადევნებს თვალს ვაქცინაციისთვის მომზადების პროცესს. რეგიონული ოფისი სათითაოდ გადის ყველა ქვეყანასთან იმ მოთხოვნებს, რაც უნდა იყოს დაკმაყოფილებული. საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ გუშინ მომზადების სტატუსის მიხედვით. მთავარია, ქვეყანა ვაქცინის დოზებს რომ მიიღებს, მისი ათვისება იყოს შესაფერისი, – ანუ არ მოხდეს ისე, რომ დაგვიანდეს თუნდაც AstraZeneca-ს 300 000 დოზის ათვისება. აქ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მონაწილეობა“, – განაცხადა  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები