შსს “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, ალტერნატივად დახურულ სივრცეს სთავაზობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. გახარიას უწყება მათ ალტერნატიულ სივრცედ დახურულ შენობებს სთავაზობს.
მოლაპარაკებები თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და შსს-ის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.
ორგანიზატორებს კი მსვლელობის ჩატარება 18-23 ივნისის პერიოდში სურდათ, თუმცა, სამართალდამცავი უწყება მათი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა.
ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები, გეგმებს არ ცვლიან და სახელმწიფოს მოუწოდებენ, დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, დემოკრატია და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.