შსს-ს სისტემური განახლების ფარგლებში დაცვის პოლიციის ერთიანი სერვისცენტრი შეიქმნა.

“► შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში დაცვის პოლიციის ერთიანი სერვისცენტრი შეიქმნა.
► მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს საშუალება აქვთ, 1 სივრცეში მიიღონ დაცვის სერვისით სარგებლობისთვის საჭირო ყველა მომსახურება.
► დღემდე, დაცვის პოლიციის სერვისებით სარგებლობისთვის მოქალაქეს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა ერთი მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლის აუცილებლობას. 
► სერვისცენტრის წარმომადგენელი ასევე იმუშავებს ყველა რეგიონულ სამმართველოში, რაც მომსახურებას გააუმჯობესებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 
► სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისთვის შეიქმნა ახალი GPS პროგრამა, რომლის საშუალებითაც ოპერატიული რეაგირების ჯგუფების გადაადგილების დრო მინიმალურად შემცირდება.
► შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 000-ზე მეტ ობიექტს ემსახურება. მათ შორის 6 000-ზე მეტი თბილისში მდებარეობს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ მომსახურებას: საპოლიციო დაცვა, დაცვა ტექნიკური საშუალებებით, დაცვა-გაცილება, ესკორტი, ინკასაცია, GPS მომსახურება. გარდა ამისა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური.” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

 

კომენტარები