შსს: ​ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის დაკავების საშუალება პოლიციას ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ არ მისცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნახიდურში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და არ მისცეს აქტივისტის დაკავების საშუალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის მიერ გაცემული დაკავების განჩინების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის – 1986 წელს დაბადებული ა.ი. – ს საცხოვრებელ მისამართზე მივიდნენ.

მოსამართლის განჩინებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ა.ი. – ს მიერ პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების – გ.ა.-სა და ი.ა. – ს მიმართ ძალადობა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ა.ი. – ს ოჯახის წევრებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს მისი დაკავების საშუალება. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

29 სექტემბერს მარნეულში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც ოთხმა პირმა მას სასტიკად სცემა.

კომენტარები