შს მინისტრმა რიგგარეშე არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სპეციალური ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სპეციალური ბრძანება გამოსცა.

ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ. გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ-გვერდი police.ge ავრცელებს

კომენტარები