„შუშის შემოგარენიდან 150-მდე სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გაიტანეს“

-„მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ნაწილისა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით, ცოცხალი ძალისა და ტერიტორიების ძალიან დიდი დანაკარგი განვიცადეთ. ასობით სამხედრო მოსამსახურის ცხედარი ჯერ კიდევ ბრძოლის ველზეა. ქალაქ შუშის შემოგარენიდან 150-მდე სომეხი ჯარისკაცის ცხედარი გაიტანეს“, – წერს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი.

9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, კონფლიქტის მხარეებს შორის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასაც ითვალისწინებს.

კომენტარები